კომპანია ინდენტი 2005 წლის ნოემბერში დაარსდა. იგი კონკურენტუნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა. ინდენტი ტელე-რადიო სამაუწყებლო, კინო და აუდიო-ვიდეო პროფესიონალური ტექნიკის დისტრიბუციითაა დაკავებული. კომპანიას ასევე აქვს მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული სერვის ცენტრი.

ინდენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

პროფესიონალური ტექნიკის დისტრიბუცია
კომპანია ახდენს ტელე-რადიო სამაუწყებლო, კინო და აუდიო-ვიდეო პროფესიონალური ტექნიკის დისტრიბუციას. კომპანიის ძირითად ბაზარს საქართველო (www.indent.ge) წარმოადგენს. ინდენტი ასევე საქმიანობს CIS ქვეყნებში. კომპანიის მომსახურებით საქართველოსა და უცხოეთში სარგებლობენ, როგორც სამთავრობო, ასეევე არასამთავრობო ორგანიზაციები, წამყვანი ტელეარხები, პროდაქშენ სტუდიები, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციები და კომპანიები.

საგარანტიო და პოსტსაგარანტიო სერვის მომსახურება
ინდენტი არის სხვადასხვა კომპანიის ავტორიზირებული სერვის ცენტრი საქართველოში და ახორციელებს ნებისმიერი პროფესიონალური ტექნიკის ნებისმიერი სახის დაზიანების რემონტს. კომპანიის სერვის ცენტრი ემსახურება წამყვან ტელეარხებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტელევიზიებსა და პროდაქშენ სტუდიოებს. სერვისის მთავარი ღირსებები ჩატარებული სამუშაოების მაღალი ხარისხი და ოპერატიულობაა. ინდენტი არის კომპანია SONY-ს, Panasonic-ის, Vinten-ის, Sachtler-ის, JVC-ისა და Egripmentis ავტორიზირებული სერვის ცენტრი.

კონსულტაციები დაინტერესებული პირებისთვის
ინდენტი თანამედროვე ტექნოლოგიურ და სამეცნიერო მიღწევებზე დაფუძნებულ ტექნიკური სახის კონსულტაციებს უწევს, არამარტო თავის კლიენტებს, არამედ ყველა დაინტერესებულ კერძო თუ სამთავრობო სტრუქტურებს. ინდენტის უშუალო კავშირი მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციურ და საერთაშორისო სტანდარტების კონსულტაციებს.

კომპანიის რეპუტაციას და საიმედო პარტნიორის იმიჯს ადასტურებს მისი პარტნიორების სიაც, რომლებიც წლებია თანამშრომლობენ ინდენტთან, ენდობიან მას და კომპანიაში მომუშავე პერსონალს.

                                                                     CAMERA DYNAMICS   
EVERTZHARRIS   PANASONIC  
                                                                                  CANON    FUJIFILM  JVC
RTS-TELEX
  EGRIPMENT    GRASS VALLEY       MIRANDA  
 SONY

რატომ ინდენტი?
ინდენტი ეკონომიკური ტერმინია, რომელიც მოლაპარაკების პროცესში მიღწეულ ისეთ მდგომარეობას გულისხმობს, როდესაც მოლაპარაკების ორივე მხარე კმაყოფილია. ჩვენს შემთხვევაში ინდენტი კლიენტისა და ჩვენი კომპანიის ჰარმონიულ ურთიერთობას გულისხმობს, რომელშიც ორივე მხარე კმაყოფილია. ინდენტი ამას ბევრი ასპექტის მეშვეობით ახერხებს. 

                                                                        
კომპანიის ღირებულებებია:                                
მომხმარებელზე ორიენტაცია;
კომპლექსური ხედვა და პროფესიონალიზმი;
მიუკერძოებლობა და ეთიკურობა;
ინდენტის უპირატესობებია:
კონკურენტუნარიანი ფასები;
საუკეთესო საგარანტიო პირობები;
შეთავაზებული პროდუქციის მაღალი ხარისხი;

მიუხედავად იმისა, რომ ინდენტი ახალგაზრდა კომპანიაა, ის უკვე ლიდერია ქართულ ბაზარზე. კომპანიას განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი და მოგებული აქვს მრავალი საერთაშორისო ტენდერი. 2007-2010 წლების მონაცემებით, ადგილობრივ ბაზარზე ინდენტს კონკურენცია, აღნიშნულ სფეროში მომუშავე ვერცერთმა კომპანიამ ვერ გაუწია. კომპანია არ კმაყოფილდება მიღწეულით და 2010 წლიდან სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზეც წარმატებით მოღვაწეობს. ინდენტს პარტნიორი კომპანიებისგან მინიჭებული აქვს უფლება საქმე აწარმოოს CIS-ის ბაზარზე.
 
 
შპს ინდენტი TRACE-ის წევრია        
2009 წლიდან დღემდე კომპანია ინდენტი არაკომერციული საწევრო ასოციაცია TRACE-ის წევრია. იგი აერთიანებს სხვადასხვა რესურს, რათა შეიმუშაოს და პრაქტიკაში განახორციელოს მულტინაციონალურ კომპანიებსა და კომერციულ შუამავლებს შორის ქრთამის აღების პრევენციისა და აღმოფხვრის ეფექტური გადაწყვეტები.  
ვრცლად TRACE-ის შესახებ...Trace